The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლია რატიანი

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1937  (89 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს.

1962-1967წწ. იყო წალენჯიხის რაიონული პოლიკლინიკის თერაპევტი; 1967-1971წწ. ნევროპათოლოგი; 1971 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის ჟურნალებში. მიღებული აქვს საავტორო უფლება №18757-"აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს", 1973. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილი "აუტოალერგიის განსაზღვრის მეთოდი ნერვული სისტემის ინფექციური დაზიანების დროს", 1978. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "T და B იმუნური სისტემების ძირითადი მაჩვენებლების მდგომარეობა ტუბერკულოზური და არატუბერკულოზური წარმოშობის სეროზული მენინგიტების და პოლირადიკულონევრიტების დროს", დაიცვა 1964 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იმუნოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი