| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ბაადურ რაჭველიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946-1947წწ. იყო ხულოს რ–ნის საექიმო უბნის გამგე; 1951-1960წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი და ენდოსკოპიური კაბინეტის გამგე; 1960-1985წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სუბორდინატორთა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი; 1986-2008წწ. ამავე ინსტიტუტის შინაგან სნეულთა კათედრის გამგე და პროფესორი; 1971 წლიდან რესპუბლიკის მთავარი თერაპევტი; 1980 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გასტროენტეროლოგი; 1981 წლიდან უმაღლესი სკოლის დამსახურებული მასწავლებელი. არის 160 სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი, მათ შორის: "საქართველოს მედიცინის ისტორია" (1956), "Гастробиопсия в клинической практике (1969), "პესტიციდების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე" (1981). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მასალები შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკისა და კლინიკის შესახებ ძველ ქართულ წყაროებში", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "Хронический гастрит у сельских жителей", დაიცვა 1984 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

