The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ანზორ რიჟვაძე

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1944  (81 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხულოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს.

1968-1971წწ. იყო ცელინოგრადის ოლქის(ყაზახეთი) მთავარი პედიატრი; 1971-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1975-1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან დოცენტი. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რევმატოლოგიას, ფსიქოსომატიკას, იმუნოლოგიას. 7 ნაშრომი გამოქვეყნებულია  უცხოეთში. არის ავტორი და თანაავტორი სახელმძღვანელოებისა: "გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში", "პედიატრია", (სახელმძღვანელო კოლეჯის სტუდენტებისათვის), "პედიატრია",(თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის). ხელმძღვანელობს ბავშვთა განყოფილების სამკურნალო საქმეს. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რევმატიზმის პათოგენეზისა და კლინიკურ თავისებურებათა პარამეტრები ბავშვთა ასაკში ფიქსირებული განწყობის გათვალისწინებით ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • თბილისის პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია