The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ალექსი რობაქიძე

Date of birth:4 June, 1924  (102 years)
Category:Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოგნი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1947–1951წწ. იყო მთაწმინდის რაიონის ონკოლოგიური პუნქტის გამგე; 1948–1949წწ. სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1948 წლიდან მუშაობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.  იყო წყალტუბოს, საირმის, ლაშიჭალისა და სიმონეთის კურორტთა კონსულტატი. ავტორია 114 სამეცნიერო ნაშრომის. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ჩონჩხის მუსკულატორის ტონუსის ცვლილებები ტკივილისა და ბალნეოპროცედურების გავლენით", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმში მინერალური წყლების ზოგიერთი ელემენტის ცვლის მექანიზმის გამოკვლევა ნეიტრონული აქტივაციის მეთოდით", დაიცვა 1970 წელს.

Member of Organizations

  • თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1986 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"