| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზურაბ რობაქიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1975წწ. მუშაობდა აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომლად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1975 წლიდან იყო კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; ავტორია 130 სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონებების, მეთოდური რეკომენდაციების. გამოქვეყნებული აქვს სახელმძღვანელო პრაქტიკოსი ექიმებისათვის. მონაწილოეობდა ვაშინგტონში პროფესორთა მსოფლიო მშვიდობის აკადემიის კონგრესში(1997. 21–30.XI). საქართველოდან პირველი გახდა ამ აკადემიის წევრი კომპონენტური ჰემოთერაპიის დანერგვაში. ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

