| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რამაზ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1975წწ. იყო თბილისის ბავშვთა N2 საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1975–1978წწ. ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგი; 1978–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1980-1992წწ. თბილისის ბავშვთა 1 საავადმყოფოს კლინიკის ქირურგი, სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კურსის უფროსი ლაბორანტი; 1992–1997წწ. სამედიცინო აკადემიის ბავშვთა ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ გამოცემულ სამედიცინო ლიტერატურაში. ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლგარეთა სანაღვლე გზების ატრეზიის ადრეული დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1992 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

