The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვასილ ფირანის ძე ოთხმეზური

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1971  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ დვაბზუში (მახარაძის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ა. მაჭავარიანის მოწაფე, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებთა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”ნაწლავთა ინერვაციის საკითხისათვის მოზრდილებში” (1937). სხვადასხვა დროს იყო აჭარის ასსრ მთავარი ქირურგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის დოცენტი, ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის II კათედრის დოცენტი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ორთიპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე.