The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სალომე დიმიტრის ასული ავალიშვილი

დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1966  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თელავში. 

1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1931–1933წწ. იყო ქობულეთის მალარიის საწინააღმდეგო სადგურის გამგე; 1933–1937წწ. ბათუმის ცენტრალური ტროპიკული სადგურის ეპიდომიოლოგი; 1937 წლიდან– დირექტორი; მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ევაკოჰოსპიტლის უფროსის მოადგილე; ომის შემდეგ მუშაობდა აჭარის სანიტ–ეპიდემიოლოგიური სადგურის მთავარ ექიმად. დიდი ღვაწლი მიუძღვის აჭარასა და მთელ საქართველოში მალარიის ლიკვიდაციისა და ჰელმინთოზებით ავადობის შემცირების საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი აჭარაში, ქობულეთის ტროპიკული სადგურის პირველი ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აჭარის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1956-1962)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - აჭარის დამსახურებული ექიმი
  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • მ. შ. საბრძოლო ორდენი

ბიბლიოგრაფია