The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კალისტრატე მარკოზის ძე ალშიბაია

კალისტრატე მარკოზის ძე ალშიბაია
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1961  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჭკადუაშში (ზუგდიდის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”შაკიკის ქირურგიული მეთოდებით მკურნალობის საკითხისათვის” (1959). სხვადასხვა დროს მუშაობდა ზუგდიდის ტროპიკულ სნეულებათა სადგურში ორდინატორად, ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების ინსტრუქტორად. რაიონის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების გამგედ, საავადმყოფოს მთავარ ექიმად, ცენტრალური პოლიკლინიკის გამგედ.