The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვასილ ალექსის ძე ანდღულაძე

ვასილ ალექსის ძე ანდღულაძე
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1958  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. მახარძეში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ცნობილი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”მასალები ესენციური ჰიპერტონიის პათოგენეზის საკითხისათვის” (1939), საკანდიდატო დისერტაცია - ”შარდის pH-ის ღირებულება თირკმლების ფუნქციური დიაგნოსტიკისათვის” (1937). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგე, დიდი სამამულო ომის დროს ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის მთავარი თერაპევტი-ტოქსიკოლოგი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, სწავლული მდივანი (1938-1941)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია