The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ ვარდენის ძე ანთელავა

ნიკოლოზ ვარდენის ძე ანთელავა
დაბადების თარიღი:11 სექტემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:25 აპრილი, 1970  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზუგდიდში. 1920 წელს დაამთავრა დონის როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ქირურგიული მკურნალობის ახალი გზები ფილტვის ზედა წილის ტუბერკულოზის დროს” (1935). პროფესორი, გამოჩენილი ქირურგი, სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლენინური პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1920 წელს მუშაობა დაიწყო თბილისში გ. მუხაძესთან; 1923–1924წწ. დახელოვნდა ლენინგრადში, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ოპერაციული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე პროფ. ვ. ნ. შევკუნენკოსთან და გერმანიაში (ბერლინი) - ბირის კლინიკაში. იყო რესპუბლიკური, საკავშირო, საზღვარგარეთის სხვადასხვა სამედიცინო-სამეცნიერო საზოგადოებათა წევრი, საპატიო წევრი. 1928 წელს მუშაობდა ლენინგრადში ვ. შევკუნენკოსთან; 1929–1938წწ. განაგებდა სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას; 1939–1941წწ. ხელმძღვანელობდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის (მახაჩკალა) ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრას; 1941–1056წწ. იყო ამიერკავკასიის საევაკუაციო ჰოსპიტლის წამყვანი ქირურგი, ხოლო 1949–1954წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; 1941–1970წწ. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის კათედრას. მისი შრომები ეხება ზოგადი და გულმკერდის ქირურგიის აქტუალურ საკითხებს, მან დაამუშავა და შექმნა სელექტიური თორაკოპლასტიკის ვარიანტები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრკ ფთიზიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1962-)
  • ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოება "პიემონტი" (იტალია), წევრი
  • ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის ქირურგთა საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - ლენინური პრემიის ლაურეატი
  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - ს. ფიოდოროვის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია