The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არდევან ვალერიანის ძე ახვლედიანი

არდევან ვალერიანის ძე ახვლედიანი
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1942  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა ცაგერში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი მეან-გინეკოლოგი. პროფ. ი. თიკანაძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ჰორმონალური სტერილიზაცია” (1936), საკანდიდატო დისერტაცია - ”ჩიყვი და კრეტინიზმი” (1935). მუშაობდა სვანეთში, სადაც შეისწავლა ენდემური ჩიყვი. გამოიკვლია საქართველოში ამ დაავადების გავრცელების მიზეზები. შეისწავლა სოფელ მუაშის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, რამაც განაპირობა მუაშის კურორტად აღიარება. 1939-1942 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. ქართულ ენაზე პირველი მეანობისა და გინეკოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი.

ბიბლიოგრაფია

  • ჰორმონალური სტერილიზაცია : ექსპერიმენტული და მიკრომორფოლოგიური ნარკვევი 35 მიკროფოტოგრაფიული სურათით (ავტორი). - თბილისი, კომუნისტი-ს სტ., 1935. - 183 გვ.
  • ჩიყვი და კრეტინიზმი : სტატისტიკური, ეთიოლოგიური, კლინიკური და ანთროპომეტრული მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, სახელგამის სამეცნ. ლიტ. სექტორის 1-ლი სტ., 1934. - 249 გვ.