The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თამარ მიხეილის ასული ბეთანელი

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1961  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1924 წელს დაამთავრა ლენინგრადის I სამედიცინო ინსტიტუტი. თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”კრეატინ-კრეატინინის განსაზღვრის კლინიკური ღირებულება სისხლში და შარდში თირკმლების დაავადების დროს” (1946). აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმი, აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე, აჭარის ასსრ მთავარი თერაპევტი და თერაპუილი საზოგადოების თავმჯდომარე.