The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ ალექსის ძე ბერიძე (ონისიმე)

დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1943  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზუგდიდში. პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიისა და ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1922 წელს). ცნობილი დერმატოლოგ-ვენეროლოგი, პროფ. მ. მღებროვის და ა. ფელდმანის სკოლის წარმომადგენელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”კლინიკურ-ექსპერიმენტული გამოკვლევანი ბაქტერიოფაგის გამოყენებაში პიოდერმიტების ღრმა ფორმების თერაპიასა და პროფილაქტიკაში” (1940), საკანდიდატო დისერტაცია - ”კრიოთერაპიის მნიშვნელობის საკითხისათვის დერმატოლოგიაში” (1938), პროფესორი, თეორიული და პრაქტიკული დერმატო-ვენეროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.