The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე არჩილის ძე ბურჯანაძე

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1967  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ობჩაში (მაიაკოვსკის რაიონი). 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”ბორჯომის წყლის აბაზანების გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე” (1955). ყვარელის რაიონის ჯანდაცვის განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.