შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვენერა ანდრიას ასული გარდავა![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ცაიშში (ზუგდიდის რაიონი). 1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”ცვლილებები ცერებრულ-სპინური სითხის შემადგენლობაში, სტრეპტომიცინით ნამკურნალევ ტუბერკულოზური ლეპტომემინგიტით დაავადებულ ბავშვებში” (1959). სხვადასხვა დროს იყო თბილისის პირველი ტუბსაავადმყოფოს ორდინატორი, საკავშირო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტუბერკულოზის ცენტრალური სამკურნალო-კვლევითი ინსტიტუტის ბავშვთა ტუბერკულოზის კლინიკის ორდინატორი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი რესპუბლიკური ინსტიტუტის ბავშვთა თერაპიული განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |