შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ სიმონის ძე გერსამია![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ახუთში (ჩხოროწყუს რაიონი). 1922 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. აკად. ა. ალადაშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ახალი სამკურნალო საშუალებები ადგილობრივი მცენარეული ნედლეულიდან” (1958), საკანდიდატო დისერტაცია - ”რაოდენობრივი ჰელმონოლოგუირი ანალიზი სტელის მიხედვით” (1937). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. მისი შრომები ეხება სამხარეო პათოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, კურორტოლოგიის საკითხებს. შეადგინა სახელმძღვანელო კლინიკურ ფარმაკოლოგიაში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |