The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რაჟდენ ივანეს ძე გვილავა

დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1971  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ფიზიო-თერაპევტი. სამედიცინო სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკი, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფ. გორდში (წულუკიძის რაიონი) საექიმო პუნქტის გამგედ, ბირობიჯანის სამხედრო ჰოსპიტალში თერაპიული განყოფილების უფროსად, თბილისის სამხედრო ჰოსპიტლის ფიზიოთერაპული განყოფილების უფროსად, წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მთავარ ფიზიოთერაპევტად და იმავე ოლქის შტაბის სამედიცნო პუნქტის უფროსად.