The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სამუელ ნესტორის ძე გვილავა

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1971  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სამედიცინო სამსახურის პოდპოლკოვნიკი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ტყიბულის რაისაბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ, რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ, თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელად, მეორე მსოფლიო ომის წლებში იყო არმიის სამედიცინო-სანიტარული ნაწილის ქირურგი, სამედიცინო ასეულის მეთაური, ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი სხვადასხვა ჰოსპიტალში.