შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
კონსტანტინე ირაკლის ძე კიკალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. წულუკიძეში. 1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. პროფ. ა. ედიბაძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ყბა-სახის ტრავმატიზმი საქართველოს წამყვან სამრეწველო საწარმოებში და მათთან ბრძოლა” (1962), საკანდიდატო დისერტაცია - ”ვიკასოლით მკურნალობის ეფექტურობის საკითხისათვის სტომატოლოგიურ სისხლდენების დროს” (1948). საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილების გამგე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |