The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ ივანეს ძე დიდებულიძე

გრიგოლ ივანეს ძე დიდებულიძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1898
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1954  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ იგოეთში (კასპის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი. აკად. ალ. ალადაშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, (1945), სადისერტაციო შრომა - ”მასალები ცხოველის ორგანიზმის წყლის მეურნეობის საკითხის შესწავლისათვის” (1942). 1938-1940წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის პროპედევტიკული თერაპიის კათედრის გამგე; 1940-1945წწ. ამავე ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე; 1945 წლიდან განაგებდა სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრას; 1943-1947წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრას; 1947-1950წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კარდიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებას;  საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის უმაღლეს საკვალიფიკაციო კომისიამ, ბორჯომის მინერალური წყლების შეაწავლისადმი მიძღვნილი შრომების საფუძველზე მიანიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (1935). შეისწავლა და აღწერა ბორჯომის მინერალური წყლების გავლენა თორმეტგოჯა ნაწლავის სეკრეციაზე, შემაერთებელი ქსოვილის როლი წყლის ცვლის პროცესში, კანქვეშა ქსოვილში შეყვანილი ნივთიერებების შეწოვის საკითხი; პროფესორი (1945), საზოგადო მოღვაწე. 1923 წელს სტუდენტობის პერიოდში პროფ. ნ. მახვილაძესთან ერთად პირველად შეისწავლა ანკილოსტომიდოზი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები;