შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლეონტი ვასილის ძე ელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ გელათში (ტყიბულის საქ. საბჭო). 1920 წელს დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ცნობილი მეან-გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”საკვერცხეები საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ” (1930). 1943-1958წწ. განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას; მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი სამკურნალო სამშობიარო სახლები საქართველოში, 1937 წელს 2 სამშობიარო სახლი თბილისში, შეიქმნა ქალთა კონსულტაციები; იკვლევდა საკვერცხეების მორფოლოგიასა და ფუნქციას საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ნიკოტინის გავლენას ქალის სასქესო სფეროზე, ქალის სასქესო ჯირკვლების ინკრეტულ ფუნქციას, საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიის დახმარების განვითარების საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1930), პროფესორი(1936). ქალთა კონსულტაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |