შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
შალვა რუბენის ძე თოფურია![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ დაფნარში (სამტრედიის რაიონი). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აკად. გრ. მუხაძის მოწაფე. პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”მასალები ძუძუმწოვართა ძვლის ტვინის ექსპერიმენტული ერითროპოეზის შესახებ” (1939), საკანდიდატო დისერტაცია - ”საქართველოს მთიანი რაიონების ჩიყვის ჰისტოპათოლოგიისათვის” (1937). სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების ხელმძღვანელი, გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა ქართული სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |