შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ ელიაზარის ძე იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. მ. ასათიანის სკოლის წარმომადგენელი. პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”მასალები მხედველობის რეცეპტორის პათოფიზიოლოგიიდან ფსიქოპათიათა ზოგი ფორმების დროს” (1957), საკანდიდატო დისერტაცია - ”პარანოიდული და შიზოფრენიული რეაქციები” (1937). სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს პროფ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიური განყოფილების გამგე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, საქ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს სწავული მდივანი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |