The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გრიგოლ ვასილის ძე მათიაშვილი

დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1958  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი-კრიმინალისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აკად. ვლ. ჟღენტის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - ”ალვეოლური ექინოკოკოზის საკითხისათვის” (1937). დოცენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე, საქართველოს სასამართლო მედიკოსთა და კრიმინალისტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.