შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მიხეილ ივანეს ძე კოკოჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ქუთაისში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. აკად. გრ. მუხაძის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - ”ავერტინი, როგორც ნარკოზული ნივთიერება” (1935). პროფესორი (1936), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის და ორთოპედიის კათედრის გამგე, ბავშვთა ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი ბავშვთა ქირურგიაში. მ. კოკოჩაშვილი იკვლევდა ბაშვთა ასაკის ქირურგიას, ტრავმატიზმს, უროლოგიური და ორთოპედიული დაავადებების საკითხებს, განსაკუთრებით კი, მენჯ-ბარძაყის სახსარში თანდაყოლილი ამოვარდნილობისა და ბავშვთა ძვალ- სახსრის ტუბერკულიოზის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ქართულ ენაზე შეადგინა ბავშვთა ქირურგიის პირველი სახელმძღვანელო.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |