შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ ილიას ძე კოტეტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ დიდ თონეთში (თეთრიწყაროს რაიონი). 1921 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1922-24 წლებში მუშაობდა სოფლის ექიმად თელავის რაიონში, 1924-32 წლებში – თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, 1932-40 წლებში კი – სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. გამოჩენილი ქართული მედიცინის ისტორიკოსი. გამოსცა ქართული სამედიცინო ტრაქტატები - უსწორო კარაბადინი (XI ს.), წიგნი სააქიმოი (XIII ს.), იადიგარ დაუდი (XVI ს.) და დაურთო მათ დასაბუთებული გამოკვლევები და განმარტებანი. მან დაწერა - ”საექიმო იდეები ვეფხისტყაოსანში” (1937). ”მედიცინა ძველ საქართველოში XVIII ს. ბოლოს და XIX ს. დასაწყისში (გარდამავალ პერიოდში)”. ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული შეაწავლის ფუძემდებელი, ლიტერატორი, ხელოვანი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |