შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ილია გიორგის ძე ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი). 1920 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ოდესაში ნ. სტრაჟესკოს კლინიკაში; 1931-1934წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებების, 1934-1935წწ. კი ჰოსპიტალური პედიატრიის (რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე) კათედრის გამგე; 1935-1937წწ. ერთდროულად განაგებდა თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების პედიატრიის კათედრებს. 1937-1941წწ. იყო მის მიერ დაარსებული ბავშვთა I საავადმყოფოს დირექტორი. იგი შეისწავლიდა ჩვილ ბავშვთა პნევმონიას, ფილტვისა და პლევრის ჩირქოვან დაავადებებს, ფილტვის ტუბერკულიოზს, ანემიას და სხვა. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1935), პროფესორი(1935). სადისერტაციო შრომა - „მასალები ექსპერიმენტული ჰემორაგიული ანემიის პათოლოგიისათვის“ (1936). ბავშვთა საავადმყოფოების დაარსების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი საქართველოში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |