The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ილია გიორგის ძე ლორთქიფანიძე

Date of birth:5 August, 1896
Date of death:9 July, 1941  (at 44 years)
Category:Pediatrist

Biography

დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი).

1920 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ოდესაში ნ. სტრაჟესკოს კლინიკაში; 1931-1934წწ. იყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა სნეულებების, 1934-1935წწ. კი ჰოსპიტალური პედიატრიის (რკინიგზის საავადმყოფოს ბაზაზე) კათედრის გამგე; 1935-1937წწ. ერთდროულად განაგებდა თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტების პედიატრიის კათედრებს. 1937-1941წწ. იყო მის მიერ დაარსებული ბავშვთა I საავადმყოფოს დირექტორი. იგი შეისწავლიდა ჩვილ ბავშვთა პნევმონიას, ფილტვისა და პლევრის ჩირქოვან დაავადებებს, ფილტვის ტუბერკულიოზს, ანემიას და სხვა. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1935), პროფესორი(1935).

სადისერტაციო შრომა - „მასალები ექსპერიმენტული ჰემორაგიული ანემიის პათოლოგიისათვის“ (1936). ბავშვთა საავადმყოფოების დაარსების ერთ-ერთი პირველი ინიციატორი საქართველოში.