შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თენგიზ მიხეილის ძე მანჯავიძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ფტიზიატრ-რენტგენოლოგი. სხვადასხვა დროს მარნეულის რაიონული საავადმყოფოს, დიდი ცემის ბავშვთა ტუბერკულოზური სანატორიუმის, ჭიათურის ტუბდისპანსერისა და თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების პირველი ტუბერკულოზური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. მისი ინიციატივით პირველად რესპუბლიკაში დაკომპლექტდა მოძრავი ფლუოროგრაფიული აპარატურა, რომლის საშუალებით დასაბამი მიეცა მასობრივ რენტგენო-გამოკვლევებს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |