The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არჩილ ნესტორის ძე მაჩაბელი

არჩილ ნესტორის ძე მაჩაბელი
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1960  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. გამოჩენილი ორთოპრდი და ტრავმატოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Несросшиеся переломы, истинные и ложные суставы и болтающиеся конечности огнестрельчого происхождения“ (1949), საკანდიდატო დისერტაცია - „Хронический пластический линит“ (1939). პროფესორი, ლატვიის სსრ დამსახურებული ექიმი (1947), რსფსრ დამსახურებული ექიმი (1949), ლატვიის ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1946 წლიდან), რიგის სამედიცინო ინსტიტუტის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის კათედრის გამგე და ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი.