შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
პაატა ივანეს ძე მგალობლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ახალქალაქში (კასპის რაიონი). 1923 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი დერმატოლოგ-ვენეროლოგი. დახელოვნდა ბრემენის, ბონის, ბერლინის, პარიზის სპეციალეზებულ დაწესებულებებში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „თავის თმიანი ნაწილის დერმატომიკოზების მკურნალობისათვის“ (1939). დოცენტი, საქართვესლოს სსრ დამსახურებული ექიმი, მეცნიერული და პრაქტიკული დერმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დერმატოლოგიური განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |