შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ირაკლი ტიმოთეს ძე მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1937-1939 წწ. იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, 1943-1953 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის პროფესორი, 1953-1968 წწ. კათედრის გამგე, ერთდროულად 1953-1959 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი. მან შეისწავლა ფსიქიატრიულ დაავადებათა კლინიკა და პათოგენეზი, სამედიცინო ფსიქოლოგიისა და ნერვოზების პრობლემები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1943). ცნობილი ფსიქიატრი. პროფ. მ. ასათიანის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ცერებრულ-სპინური სითხის ზოგიერთი თავისებურებანი შიზოფრენიის დროს“ (1941), საკანდიდატო დისერტაცია - „შიზოფრენიკების ცნობიერების საკითხისათვის“ (1937). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |