The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვახტანგ ივანეს ძე მერაბიშვილი

დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1969  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ანაგაში (სიღნაღის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. პროფ. ალ. მაჭავარიანის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1937). სხვადასხვა დროს თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტი, ბათუმის ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების მთავარი ქირურგი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილთა ორთოპედიული განყოფილების გამგე.