The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა იასონის ძე მიქელაძე

დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1961  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ კულაშში (სამტრედიის რაიონი). 1918 წელს დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ცნობილი მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ქალის მენჯის კუთხის დახრილობა" (1949). სხვადასხვა დროს მუშაობდა ლენინგრადში ოტის სახელობის სამეანო-გინეკოლოგიურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარ მეან-გინეკოლოგად და ამავე სამინისტროს მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელად, სსრკ სამედიცინო აკადემიის სამეანო-გინეკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად.