The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ მიხეილის ძე მესხრიკაძე

დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1964  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ლანჩხუთში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "კუჭუკანა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის ქერქული რეგულაციის საკითხისათვის" (1954). საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნორმული და პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე.