შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ვლადიმერის ძე მესტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ მაღაროში (სიღნაღის რაიონი). 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1938-1968წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე; 1943 წელს მისი თაოსნობით გაიხსნა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი კლინიკური საავადმყოფო, რომლის მთავარი ექიმი თვითონ იყო (1950 წლამდე); შეისწავლიდა ფილტვის კავერნის ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; ტუბერკულოზისა და მალარიის ურთიერთგავლენას; ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობას ხელოვნური პნევმოთორაქსით; პირველად საქართველოში შეისწავლა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიების წამლების მიმართ რეზისტენტობის ბიოლოგიური თვისებები; ტუბერკულოზური პროცესის ადრეული გამოვლინებანი; შემოიღო "მანტუს გრადუირებული სინჯის" მეთოდი და სხვა; შეადგინა სახელმძღვანელო "ტუბერკულოზი" (1949); მეცნიერული და პრაქტიკული ფთიზიატრიის ერთ-რთი ფუძემდებელი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940). გამოჩენილი ფტიზიატრი, პროფ. ი. აბაკელიას მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ტუბერკულოზის და მალარიის ურთიერთგავლენა კლინიკური და სექციური მასალის საფუძველზე" (1941), საკანდიდატო დისერტაცია - "ფილტვის ადრეული კავერნები" (1936). მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ტუბერკულოზის კათედრის გამგე, ფთიზიატრთა რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი თავმჯდომარე, ავტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ტუბერკულოზის შესახებ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |