The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ გიორგის ასული ბერიძე

დაბადების თარიღი:1897
გარდაცვ. თარიღი:1951  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მიკრობიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ გურძემში (გეგეჭკორის რაიონი). 1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი მიკრობიოლოგი. პროფ. გ. ელიავას მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "ბოტულიზმის ინტოქსიკაციის საკითხის გარკვევისათვის" (1938). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი.