| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე სერგის ძე აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ ჩხარში (თერჯოლის რაიონი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკოქიმიური ფაკულტეტისა (1927) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის აღზრდილი (დაამთავრა 1931 წელს). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "ჰირუდინიზაციის მოქმედების მექანიზმი" (1939), საკანდიდატო დისერტაცია - "გლუკოზისა და მარილის მოქმედება კუნთის მუშაობაზე წყლის ცვლასთან დაკავშირებით" (1936). ცნობილი ბიოქიმიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. სხვადასხვა დროს იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგიური ქიმიის კათედრის პროფესორი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური განყოფილების ხელმძღვანელი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

