The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სერგი ნიკოლოზის ძე ბუკია

დაბადების თარიღი:1906
გარდაცვ. თარიღი:1968  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზუგდიდში. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოქიმიური განყოფილების გამგე, ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო ნაწილში.