The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე დავითის ძე გველესიანი

ივანე დავითის ძე გველესიანი
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1963  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მიკრობიოლოგი, პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ერედვში (ცხინვალის რაიონი). 1922 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი პარაზიტოლოგი და მიკრობიოლოგი. პროფ. ე. ბრუმპტის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "მასალები ადამიანის და ზოგიერთი შინაური ცხოველის კოკციდიების შესწავლისათვის" (1937). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტი. მისი შრომები ეხება ლამბლიოზის, სამედიცინო ვეტერინარიის, ზოგადი პროტოზოოლოგიის საკითხებს.