The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვასილ სოფრომის ძე ვარაზი

დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოქიმიკოსი, პათოფიზიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1918 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ბიოქიმიკოსი, პათოფიზიოლოგი, მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - "მღვრიე შესიება ღვიძლის მარაგ ცილის მოძღვრებასთან დაკავშირებით" (1925). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება კლინიკური ბიოქიმიის, კვების ბიოქიმიის, ნახშირწყლებისა და აზოტოვანი ცვლის საკითხებს. იკვლევდა მიკროელემენტების მნიშვნელობას ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაში, ასაკობრივი და კვების ბიოქიმიის საკითხებს; დაამუშავა ფსიქონევროზისა და ეპილეფსიის ბიოქიმიური და მალარიის პათოფიზიოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. დაადგინა, რომ ქოლერით დაავადებისას სიკვდილს იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ურთიერთშეფარდების დარღვევა. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი