შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
შოთა ვასილის ძე ეგნატაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. გორში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიუტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდტი, სადისერტაციო შრომა - "სისხლის გამოშვებისა და სისხლის გადასხმის მნიშვნელობა კუჭის სეკრეტორულ და მოტორულ ფუნქციაზე" (1957). თბილისის ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ჰემატოლოგი. სხვადასხვა დროს იყო სამხედრო ევაკოჰოსპიტალის უფროსი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |