The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივტიხი მიხეილის ძე ერქომაიშვილი

დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1969  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ წითელმთაში (მახარაძის რაიონი). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ასპინძის, ხულოს რაიონული საავადმყოფოების ორდინატორად, მთავარ ექიმად, ქობულეთის საავადმყოფოს ექიმად, ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგედ.