The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



შალვა ივანეს ძე ზამთარაძე

შალვა ივანეს ძე ზამთარაძე
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1970  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ეწერში (სამტრედიის რაიონი). 1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს იყო მცხეთის, შემდეგ ბოლნისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, კურორტ ახტალის მთავარი ექიმი, დიდი სამამულო ომის დროს ევაკოჰოსპიტალის უფროსი, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამკურნალო სამმართველოს უფროსი, თბილისის ქალაქის საბჭოს აღმასკომის ჯანდაცვის განყოფილების I კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე.