The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ილია ივანეს ძე ლოლაშვილი

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1970  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საექიმო-სანიტარული სამსახურის თბილისის კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორად, საექიმო-სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილედ და საგზაო-სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსად, ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს თბილისის განყოფილების სანეპიდსადგურის უფროსად.