The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ ნიკოლოზის ძე მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1970  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "ფსორიაზის დინამიკის, კლინიკის, ეტიოპათოგენეზის და მკურნალობის საკითხისათვის" (1945). სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ კორბოულის (საჩხერის რაიონი) საექიმო უბნის გამგედ, მახარაძეში - საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ, სპეციალური სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს უფროსად, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრად, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.