The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იოსებ მიხეილის ძე პარმა

დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1962  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. (მახარაძეში). 1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. აკად. ა. ალადაშვილის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - "კუჭის წვენის საკრეცია ლობიოს ჭამის დროს" (1937). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის დოცენტი. მისი შრომები ეხება ბორჯომის, საირმისა და ჯავის მინერალური წყლების გავლენას, ქლორიდების, ფოსფატებისა და სულფატების შარდით გამოყოფის საკითხებს.