The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიეტა ივანეს ასული აბდუშელიშვილი

დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:1965  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მორფოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ჭიათურაში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მორფოლოგ-ანთროპოლოგი. აკად. ა. ნათიშვილის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდტი, სადისერტაციო შრომა - „ტყუპების ფიზიკური განვითარების შესახებ“ (1939). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტილი მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამრომელი.