Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ალექსანდრე სამსონის ძე ლეჟავა![]()
Biographyდაიბადა ქ. თბილისში. 1927 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ჰისტოლოგი. პროფ. ნ. ხლოპინის მოწაფე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Сравнительные и экспериментальные исследования эпителия лоханки, мочеточников и мочевого пузыря“ (1950), საკანდიდატო დისერტაცია - „Экспериментально-гистологическое исследование переходного эпителия“ (1935). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ჰისტოლოგიის კათედრას (1937); ლაბორატორიებს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ექსპერიმენტულ-მორფოლოგიის ინსტიტუტში, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში; აქვს გამოკვლევები ზოგადი და ევოლუციური ჰისტოლოგიის დარგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რომლებიც ეხება გარდამავალ ეპითელიუმს; მას ეკუთვნის ორიგინალური სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისთვის. 1959 წლიდან იყო ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ჰისტოლოგი (1950), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |